კონგრესმენ უილსონის განცხადება

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი სოციალურ ქსელში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს ეხმაურება. ჯო უილსონი წერს: „სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს, რადგან ის უპირისპირდება არალეგიტიმურ მთავრობას, რომელიც ცდილობს საქართველოს თავს მოახვიოს რუსეთის მარიონეტი პრეზიდენტი. აუცილებელია ახალი არჩევნების ჩატარება“ – ნათქვამია უილსონის განცხადებაში.