საქართველოში მიმდინარე პროცესებს რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკკოლი ეხმაურება. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ: „გაფართოებული, მნიშვნელოვანი სანქციები საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ, მათ შორის მთავრობის კორუმპირებული მარიონეტების მმართველის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ, დიდი ხნის დაგვიანებულია. ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა იმოქმედოს, რათა პასუხი აგებინოს ამ აქტორებს ქართველი ხალხის ჩაგვრისა და მათი უფლებებისა და სურვილების უგულებელყოფისთვის“, – წერს მაკკოლი.