ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის“ ავტორი ჯო უილსონი კი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტთან საუბარს ეხმაურება და მას ნაყოფიერს უწოდებს. უილსონი წერს: „მქონდა კარგი საუბარი საქართველოს პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. ამ პოლიტიკური კრიზისის მომენტში, ის არის ქვეყნის ერთადერთი ლეგიტიმური ლიდერი. ვეთანხმები მას, საქართველოსთვის ერთადერთი გზა არის ახალი არჩევნები. საქართველოს ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მათ წარმოადგენს“, – წერს კონგრესმენი.