კონგრესის დელეგაციამ საქართველოში შეხვედრები დაასრულა

ამერიკელი სენატორებისგან და კონგრესმენებისგან დაკომპლექტებულმა დელეგაციამ საქართველოში შეხვედრები დაასრულა. ისინი უკვე იტალიაში გაფრინდნენ. დღეს დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უმასპინძლეს. მანამდე კი ამერიკელი სტუმრები ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დახურულ შეხვედრაზე ოპოზიციამ სტუმრებს „ქართული ოცნების“ მმართველობის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო, მათ შორის მათ უკმაყოფილება დააფიქსირეს უკრაინის მიმართ მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე. მმართველ გუნდთან კი, გარდა ოპოზიციასთან განხილული საკითხებისა, საუბარი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს შეეხო.