კონფლიქტის გაფართოების საფრთხე ახლო აღმოსავლეთში
ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების საფრთხე გაჩნდა.
გასულ ღამეს ამერიკის სარდლობამ საუდის არაბეთის ჩართულობით, ერაყის შვიდ პროვინციაში მდებარე პროირანულ დაჯგუფებებს დაარტყა. არის მსხვერპლი. ერთობლივი სამხედრო ოპერაცია საპასუხო ზომად ცხადდება თეირანის იერიშებზე. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ბოლო დღეებია საუდის არაბეთის ენერგეტიკულ ობიექტებს დრონებით უტევს. ისევ ბლოკირებულია ჰორმუზის სრუტე. ირანი უარს აცხადებს ომანის შუამავლობით მომზადებულ სამშვიდობო გეგმაზე და ტანკერების დაკავებას განაგრძობს. მსოფლიო ნავთობის მეხუთედის გამტარი საზღვაო კვანძის ბლოკირება, მკვეთრად ნეგატიურ გავლენას ახდენს საწვავის ფასზე. ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება იყო თეთრი სახლის ლიდერისა და ისრაელის პრემიერის შეხვედრისას თემაც. ტრამპისა და ნეთანიაჰუს მოლაპარაკებების დასრულებიდან მალევე ირანმა ამერიკული სამხედრო ობიექტები ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა.