„კონფლიქტი საქართველოში“- ევროპის საბჭოში სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაციები გენერალური მდივნის ანგარიშს ეხმაურებიან

ევროპის საბჭოში სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაციები გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს კონფლიქტი საქართველოში ეხმაურებიან.

განცხადებაში ნათქვამია: საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, ადამიანის უფლებათა კუთხით შექმნილი ვითარება კვლავ საგანგაშოა.

ჩვენი შეშფოთების ერთ-ერთ მიზეზს წარმოადგენს ე.წ. ბორდერიზაცია და ე.წ გადასასვლელი პუნქტების დახურვის ფაქტები, რაც იწვევს ადამიანის უფლებათა დარღვევას, მათ შორის ირღვევა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი – მცხოვრები მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უფლება, საკუთრების უფლება, პირადი და ოჯახური ცხოვრების უფლება. ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება.

სუამი-ს წევრი ქვეყნების დელეგაციები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – ნათქვამია განცხადებაში.