კონფლიქტი ინდოეთსა და პაკისტანს შორის

სიტუაცია უკიდურესად არის დაძაბული ორი ბირთვული სახელმწიფოს, ინდოეთისა და პაკისტანის სადავო ტერიტორიაზე. საკონსტიტუციო ცვლილებით, ინდოეთის ხელისუფლებამ,  ქაშმირისა და ჯამუს შტატებს სპეციალური სტატუსი მოუხსნა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მილიტარიზებულ ტერიტორიაზე, დამატებით ათასობით სამხედროს მობილიზაცია მოახდინა. ინდოეთის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა პაკისტანისგან, რომელიც ძირითადად მუსლიმებით დასახლებული ქაშმირის რეგიონის ნახევარს აკონტროლებს. სადავო ტერიტორიაზე ინდოეთის ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დაკავებაც დაიწყო.