კონფერენს ლიგის განმეორებითი შეხვედრები  

სამი ქართული გუნდი კონფერენს ლიგაზე განმეორებით შეხვედრას გამართავს და შემდეგ ეტაპზე გასვლას შეეცდება.

„დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მალტის „ჰამრუნ სპარტანსს“ თბილისში უმასპინძლებს, „დილა“ გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ პოლტავის „ვორს-კლას“ მიიღებს, ხოლო ქუთაისის „ტორპედო“ ყაზახეთში „აქტობეს“ შეხვდება.

„დინამო თბილისისა“ და „ჰამრუნ სპარტანსის“ შეხვედრის ტელერეპორტაჟს „დინამო არენადან“ 20:00 საათზე პირველი არხი შემოგთავაზებთ. „აქტობესა“ და „ტორპედოს“ დაპირისპირების ხილვა კი, ასევე 20:00 საათიდან, „ტელესკოლაზე“ იქნება შესაძლებელი.