კონფერენცია უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობის საკითხებზე

უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების ამოცნობის საკითხებსა და მათი ოჯახების საჭიროებებზე საერთაშორისო კონფერენციაზე მსჯელობენ. ანაგარიშს წითელი ჯვრის კომიტეტი წარადგენს. ღონისძიებაში მონაწილეობენ ექსპერტ-ანთროპოლოგები ამერიკიდან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან.

კონფერენციის მიზანია არსებული გამოცდილების, სტრატეგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.