კონფერენცია თსუ-ში

„ჩინელი ხალხის იაპონიის აგრესიასთან ბრძოლისა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების მე-80 წლისთავი“ – ამ სახელწოდებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კონფერენცია გაიმართა. ღონისძიება ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის კვლევის ცენტრის, ჩინეთის საელჩოსა და თსუ-ს მხარდაჭერით მოეწყო და ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონფერენციის ფარგლებში, მომხსენებლებმა მეორე მსოფლიო ომში ჩინეთის მონაწილეობასა და მისი მხრიდან გაღებულ მსხვერპლთან დაკავშირებით ისაუბრეს. მოგვიანებით კი ამავე თემაზე მომზადებული ფილმის ჩვენება გაიმართა. კონფერენციის დასასრულს პრესკონფერენცია მოეწყო, რა დროსაც საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჩოუ ციენმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. კითხვები ძირითადად საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა.