კონფერენცია თემაზე – საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე 

13:09, 13.02.2018

როგორია საპარლამენტო კონტროლი აღმასრულებელ ხელისუფლებაზე – ამ თემაზე “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” ორგანიზებით, კონფერენცია მიმდინარეობს.

კვლევის მიხედვით, პარლამენტის მიერ საზედამხედველო ფუნქციის შესრულების ანალიზი აჩვენებს, რომ საკანონმდებლო ორგანო კონტროლის არსებულ მექანიზმებს სრულფასოვნად ვერ იყენებს. მიზეზად მწირი პოლიტიკური ტრადიცია, კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები და საპარლამენტო კონტროლის მიმართულებით, მათ შორის ოპოზიციის ჩართულობის სუსტი მექანიზმებია.

მსგავსი