კონფერენცია თბილისში

საქართველო ევროპულ გზაზე: ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა,- ამ თემაზე იმსჯელეს დღეს თბილისში. კონფერენციის მონაწილეებმა ორწლიანი პროექტი შეაჯამეს, რომლის მიზანი მეწარმეების ხელშეწყობა იყო, რათა მათ ევროპულ ბაზარზე ექსპორტი დაეწყოთ. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩი, ფერმერები და ექსპერტები დაესწრნენ.