კონფერენცია თბილისში

არაფორმალური დასაქმება, შრომის უსაფრთხოების საკითხები და ციფრული ეკონომიკა. დასაქმების სფეროში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობენ თბილისში მიმდინარე კონფერენციის ფარგლებში. გამოწვევებზე ისაუბრა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც.

თამარ ბარკალაიას თქმით, ამჟამად 35 ათასამდე საწარმოს 40 შრომის ინსპექტორი ამოწმებს და სექტემბრამდე მათი რიცხვი 100-მდე მოიმატებს.

შეხვედრაში მონაწილეობას მთავრობის, პარლამენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები იღებენ. ღონისძიებას ესწრება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი, მარი ელენა ანდრეი, რომელიც ქართველ დამსაქმებლებთან ერთად განიხილავს შრომის უსაფრთხოების საკითხებს.