კონფერენცია თბილისში

„გენოციდის დანაშაულისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტუალური პრობლემები“,- თბილისში ამ სახელწოდების კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიება ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაციის, გენოციდის დანაშაულის თავიდან აცილებისა და დასჯის კონვენციის 70-ე და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის წესდების მიღების მე-20 წლისთავს ეძღვნება.

კონფერენციაში მონაწილეობას მსოფლიოს 16 ქვეყნიდან ჩამოსული 20 მომხსენებელი იღებს.

ღონისძიება სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივით იმართება და ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დატოვე კომენტარი