კონფერენცია თბილისში

„ტყის მდგრადი მართვის გაძლიერება საქართველოში“, – საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის დასკვნითი კონფერენცია თბილისში გაიმართა.

კონფერენციაზე ლიეტუვას, უნგრეთისა და სლოვაკეთის გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მიერ 18 თვის განმავლობაში მომზადებული რეკომენდაციები და განხორციელებული ქმედებები შეაჯამეს. მათ შორის, სატყეო სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და მისი ევროკავშირის სტანდარტებთან შესაბამისობა, ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი.