კონფერენცია თბილისში

15:46, 27.06.2025

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარები ევროპელ და აზიელ კოლეგებთან ერთად, გარეული ცხოველების ჯანმრთელობაზე ზედამხედველობის მეთოდებს განიხილავენ. საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის და ცენტრალური აზიის წარმომადგენლები. ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ წევრი ქვეყნების დახმარების მიზნით, 2020 წელს შექმნა ველური ბუნების ჯანმრთელობის დაცვის პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს გარეული ცხოველების დაავადებათა პრევენციას, გამოვლენასა და კონტროლს ერთიანი ჯანდაცვის პრინციპით. შეხვედრაზე ხაზი გაესვა რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობას ველური ბუნების სიჯანსაღისა და შესაბამისად, უსაფრთხო, ჯანსაღი და მდგრადი სამყაროს შექმნაში. მხარეებმა გარეულ ცხოველთა დაავადებების აფეთქებაზე რეაგირების მეთოდებზე იმსჯელეს.

მსგავსი