კონფერენცია თბილისში

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მართლმსაჯულებაში განხორციელებული რეფორმები შეაჯამეს.

კერძოდ, შეხვედრაზე მიმოიხილეს ბოლო 10 წლის განმავლობაში სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები. კვლევაში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულება კვლავ რჩება ბუნდოვანი ტრანსფორმაციის ეტაპზე, კონკრეტულად კი, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო არ არის სრულყოფილად ამოქმედებული, არ არის უზრუნველყოფილი მხარეთა თანასწორობა მტკიცებულებების მოპოვებისას. გარდა ამისა, შეხვედრაზე ისაუბრეს 15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებითაც. ღონისძიებაზე მომხსენებლები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იყვნენ. შეხვედრას ორგანიზება გაუწიეს „ღია საზოგადოების ფონდმა“ და კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“.

დატოვე კომენტარი