„საქართველო, უკრაინა და თანამედროვე მსოფლიო”- ამ სახელწოდებით, „თბილისი მარიოტში“ კონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორი მოძრაობა – „სამოქალაქო საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებისთვის“ იყო. მათი განმარტებით, ღონისძიების მიზანია, საერთაშორისო პარტნიორებს კიდევ ერთხელ დაანახონ საქართველოში არსებული ვითარება. კონფერენციაზე განხილული იყო ორი საკითხი, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, სხვა პოლიტპატიმრები საქართველოში და უკრაინის მხარდაჭერა.