კონფერენცია თანამედროვე ციფრულ ტენდენციებზე

თანამედროვე ციფრული ტენდენციების შესახებ იმსჯელეს საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელსაც „გუგლის“ და „ლეგოს“ წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ. მათ თანამედროვე ეპოქაში კომპანიებისა და ბიზნესის განვითარების ძირითად წყაროდ ციფრული ტექნოლოგიები კიდევ ერთხელ დაასახელეს.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თემატური პრეზენტაციები, მასტერკლასები მონაცემების ანალიზის, მოგზაურობის, მომავლის ტექნოლოგიების, მარკეტინგული სტრატეგიების და ციფრული ტენდენციების შესახებ. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით გაიმართა.