კონფერენცია საარჩევნო ტექნოლოგიების შესახებ

არჩევნებში საინფორმაციო საკომუნიკაციო ტექნოლოგიები და მათთან დაკავშირებული დეზინფორმაციაა, – ამ თემაზე ცესკო ბათუმში კონფერენციას მართავს. შეხვედრაზე ელექტრონული ხმის მიცემისა და ტექნოლოგიური გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

აქცენტები გაკეთდა საკომუნიკაციო გზებით გავრცელებული დეზინფორმაციის შესაძლო გავლენაზე. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, მსგავსი კონფერენცია საუკეთესო საშუალებაა, რომ იმსჯელონ კონკრეტულ მაგალითებზე. ღონისძიება ორდღიანია და ის ცესკო-ს, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიისა და ევროსაბჭოს მხარდაჭერით ხორციელდება. შეხვედრას საკითხზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ესწრებიან.