კონფერენცია „პუტინიზმის დამარცხება“

„პუტინიზმის დამარცხება“ – ამ სახელწოდებით თბილისში რიგით მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია იმართება. ღონისძიება უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს. მონაწილეები უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებსა და ევროპული უსაფრთხოების მომავალზე მსჯელობენ. ორგანიზატორების ინფორმაციით, მიზანია საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობა.