პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები თბილისში

თბილისში პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები იმართება. კონფერენცია პროფესიული განათლების სფეროს ეხება, სადაც განათლების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. უცხოელი ექსპერტები ღონისძიებაზე ქართველ კოლეგებს ახალი უნარების მიმართულებით გამოცდილებას გაუზიარებენ, რაც ქართული პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზაციას შეუწყობს ხელს.

კერძოდ აღინიშნა, რომ დუალური განათლება ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯია ქვეყნის ამ კუთხით განვითარებისთვის. ღონისძიება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გახსნა.