კონფერენცია პოლონეთის საელჩოს ორგანიზებით

12:17, 28.01.2025

პოლონეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა – რა პრიორიტეტები ექნება ექვსი თვის განმავლობაში პოლონეთს საქართველოსთან მიმართებით – ამ თემაზე კონფერენცია თბილისში, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის, ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა და პოლონეთის საელჩოს ორგანიზებით მიმდინარეობს. კონფერენციას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ქართველი ანალიტიკოსები ესწრებიან. კონფერენციას ესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკიც. კონფერენციის დაწყებამდე პოლონეთის საელჩოს ხელმძღვანელმა, არტურ გებალმა მედიის კითხვებს უპასუხა.

მსგავსი