კონფერენცია კიბოს სკრინინგის მნიშვნელობაზე

18:38, 17.09.2026

კიბოს სკრინინგის, მისი მნიშვნელობისა და ქვეყანაში არსებული გამოწვევების შესახებ მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. აღნიშნული უკავშირდება პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღეს. სპეციალისტების მხრიდან აქცენტი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენაზე გაკეთდა. წარადგინეს პრეზენტაცია კვლევის შედეგებზე, რომელმაც საქართველოში კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე მიზნობრივი მოსახლეობისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმთა ქცევითი დამოკიდებულება შეისწავლა. სპეციალისტებმა იმსჯელეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საჭიროებასა და ოჯახის ექიმების როლზე ინფორმირების პროცესში.

მსგავსი