კონფერენცია კიბერუსაფრთხოების საკითხებზე

18:48, 27.05.2026

თბილისის მეორე საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტში, ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით. ღონისძიება ქართველ და საერთაშორისო ექსპერტებს, აკადემიური სფეროს წარმომადგენლებს, საჯარო და კერძო სექტორის ლიდერებს, სტუდენტებსა და მკვლევარებს აერთიანებს. მთავარი მიზანი სფეროში არსებული თანამედროვე გამოწვევებისა და განვითარების პერსპექტივების განხილვაა. კონფერენციის ფარგლებში თემატური პლენარული სესიები მოეწყო, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს, აკადემიურ სივრცესა და ქალთა როლს კიბერუსაფრთხოებაში, საერთაშორისო და მულტისექტორულ თანამშრომლობას დაეთმო.

მსგავსი