კონფერენცია ხორვატიაში

გლობალურ ეკონომიკურ ტენდენციებს და ჩვენი რეგიონის ქვეყნებისთვის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივას განიხილავენ, – ხორვატიაში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე.

მაღალი დონის კონფერენციას 15 ქვეყნის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები და ცენტრალური ბანკების მმართველები ესწრებიან, მათ შორის არის საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე.

დისკუსიის ერთ-ერთი თემა ფინანსური ტექნოლოგიების შესაძლებლობები და თანამედროვე გამოწვევებია.