საერთაშორისო კონფერენცია - "გენდერული თანასწორობა არჩევნებში"

გენდერული თანასწორობა არჩევნებში – ამ თემაზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით ორდღიანი საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. ღონისძიებაში ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები მონაწილეობენ.

კონფერენციის მიზანს რეგიონში გენდერული თანასწორობის საკითხებზე გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს. ღონისძიებაზე ცესკო-ს თავმჯდომარე იმ საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრებს, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია გენდერული თანასწორობის მიმართულებით ახორციელებს.