გელათის რეაბილიტაციის დროებითმა კომიტეტმა, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გამართა და ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
კომიტეტის, ეროვნული სამეცნიერო და საერთაშორისო მრჩეველთა წევრებმა, დამსწრე საზოგადოებას გააცნეს და მიმოიხილეს გელათის სამონასტრო კომპლექსზე ჩატარებული სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები. ისაუბრეს იმ სირთულეებზე, რომელიც სამუშაოებს თან ახლდა ორწლიან ანგარიშში, მოიცავდა გელათის მონასტრის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის განახლებული მართვის გეგმის პროექტს, დროებითი გადახურვისა და ხარაჩოს მოწყობის საკითხებს, კათედრალის სტრუქტურულ კვლევას და მონიტორინგს.