კონფერენცია „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“

„ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ“ – ამ სახელწოდების საერთაშორისო კონფერენცია გრძელდება. დღევანდელი სესიის პირველი ნაწილი „ევროკავშირის სამეზობლოში პრაქტიკული რეაგირების გაძლიერებას“ დაეთმო. სტრატეგიული კომუნიკაციების მიმართულებით მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, კონფერენციაში მონაწილე წევრებს  თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთი განსახილველი საკითხია ასევე, თუ როგორია ევროკავშირის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, დეზინფორმაციასთან მიმართებით ევროკავშირის მიდგომების განვითარება. დღის განმავლობაში მიმდინარეობს პარალელური სესია  სახელწოდებით „ახალგაზრდების როლი დეზინფორმაციის პრობლემის გადაჭრაში“. 

კონფერენცია ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება, რომლის მიზანია ევროკავშირსა და მის სამეზობლოში დეზინფორმაციის საფრთხეების გაანალიზება და კოორდინირებული ქმედებების ხელშეწყობა.