კონფერენცია „ციფრული ტრანსფორმაციის ინიციატივა“  

სიახლე მედიის სფეროში.

სავარაუდოდ, მაისში თბილისში ჟურნალისტთა რეგიონული აკადემია ამოქმედდება, სადაც რეგიონის ქვეყნების ჟურნალისტებს ტრენინგებს ევროპის მაუწყებელთა კავშირის ექსპერტები უფასოდ ჩაუტარებენ. იბიუს მთავარი პარტნიორი კი საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იქნება. გადამზადების კურსები მედიის ყველა პლატფორმას მოიცავს.

აკადემიის დაარსების შესახებ იმ კონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უმაპინძლა. თბილისში სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების წარმომადგენლები იმყოფებიან და ციფრულ ტექნოლოგიებში არსებულ გამოწვევებზე ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ.