კონფერენცია ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ

15:33, 27.10.2026

საქართველოს ეროვნული განცხადება ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის მხარეთა კონფერენციის მე-17 შეხვედრზე. ერევანში მიმდინარე მინისტერიალის მაღალი დონის სეგმენტზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარდგენილ განცხადებაში ბიომრავალფეროვნების დაცვის მიმართულებით ქვეყნის მიერ მიღწეულ შედეგებზე, დაცული ტერიტორიების გაფართოებაზე, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების აღდგენის ღონისძიებებსა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტერიალის მაღალი დონის სეგმენტი ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნის მინისტრებს, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააერთიანებს.

მსგავსი