კონფერენცია ბაქოში
„ძალისხმევის გაერთიანება და თანამშრომლობის გაძლიერება უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე – ამ სახელწოდების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა. ღონისძიება ბაქოში გაიმართა. მან ყურადღება გაამახვილა 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევასა და სამომავლო ხედვებზე.