კონფერენცია ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ
კონფერენცია გაიმართა თემაზე – ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების განვითარება საქართველოში – გამოწვევები, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიება საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით ჩატარდა. კონფერენციის მიზანია, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სფეროში არსებული სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება, წარმატებული პრაქტიკისა და მიღწევების გაზიარება, ასევე თანამშრომლობის გაღრმავება ქვეყნის მასშტაბით მოქმედ ბაგა-ბაღების გაერთიანებებს შორის. კონფერენციის ფარგლებში მოეწყო პანელური დისკუსიები და თემატური მოხსენებები სხვადასხვა საკითხზე. გაიმართა ქართული საბავშვო პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის წევრი კომპანიების პროდუქციის გამოფენაც.