კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე რადიომაუწყებლებს შეხვდა

15:26, 01.04.2026

კომუნიკაციების კომისიის რეგულირების ქვეშ შემავალი დარგების წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ტელევიზიების შემდეგ, უკვე რადიომაუწყებლებთან გაიმართა დისკუსია. მიზანია ბაზარზე არსებული გამოწვევებისა და პრობლემების განხილვა. რადიომაუწყებლების წარმომადგენლებმა მათთვის აქტუალურ თემებზე, მათ შორის, სარეკლამო ბაზრისა და საკანონმდებლო რეგულაციების შესახებ ისაუბრეს. კომისიის თავმჯდომარემ რადიოებს წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით, ComCom-ის მხრიდან, საკონსულტაციო რეჟიმში ჩართულობის მზაობა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

მსგავსი