კომუნიკაციების კომისიის სხდომა

18:33, 29.01.2026

კომუნიკაციების კომისიის ახალმა თავმჯდომარემ ქვეყანაში ტელეკომ სექტორსა და მაუწყებლობის სფეროში არსებულ გამოწვევებზე, გეგმებსა და კომისიის როლზე ისაუბრა. გოგა გულორდავა პოსტზე სამი წლის ვადით აირჩიეს. კანონმდებლობის შესაბამისად, არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა, სადაც  კომისიის წევრების სრულმა შემადგენლობამ გოგა გულორდავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

მსგავსი