კომუნიკაციების კომისიის განცხადება

„შეამოწმე.ჯი,“ – კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ახალ პლატფორმაზე, ფიქსირებული ინტერნეტის სიჩქარე და ხარისხი უკვე 37 ათასზე მეტმა მომხმარებელმა შეამოწმა და კომისიაში საჩივრებიც შევიდა.

ვებ-პლატფორმა მიმდინარე წლის 20 მარტიდან ამუშავდა და მისი საშუალებით,  როგორც მომხმარებელს, ასევე კომუნიკაციების კომისიას საშუალება აქვს, 24 საათიან რეჟიმში დააკვირდეს, რამდენად იცავენ კომპანიები აბონენტების წინაშე აღებულ ვალდებულებებს. დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, ხარისხიანი ინტერნეტ მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, კომისია ინტერნეტის მიმწოდებელი კომპანიების მიმართ კანონით გათვალისწინებულ ზომებს გაატარებს, რაც პირველ ჯერზე სიტყვიერ გაფრთხილებას, განმეორებით შემთხვევაში კი, ფულად სანქციას გულისხმობს.

დატოვე კომენტარი