კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება

18:32, 03.07.2025

კომუნიკაციების კომისიამ ტელეკომპანია „ფორმულა“, „მთავარი“ და „ტვ პირველი“ სამართალდამრღვევებად ცნო და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა.

სამი ტელეკომპანიის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ საჩივრებზე გადაწყვეტილება კომუნიკაციების კომისიამ დღევანდელ სხდომაზე გამოაცხადა. მმართველი გუნდი „ფორმულას“, „მთავარს“ და „ტვ პირველს“ ფაქტების და პირადი შეფასებების ერთმანეთისგან გაუმიჯნაობას ედავებოდა. კომუნიკაციების კომისიამ სამივე ტელეკომპანიას მაუწყებლობის შესახებ კანონის 54-ე მუხლის მე-5 და 59-ე პრიმა მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევა დაუდგინა. დღესვე კომისიამ დასაშვებად ცნო „ტვ პირველის“ ჟურნალისტების, მარიამ გაფრინდაშვილის, ნანა ქაჯაიას და ნატა ქაჯაიას „სეზონი ტვ-ის“ წინააღმდეგ სარჩელი, რომელიც სიძულვილის ენის გამოყენებას უკავშირდება.

მსგავსი