კომუნიკაციების კომისიის ანგარიში

საინფორმაციო გამოშვება „მოამბეში“ არ გვხვდებოდა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენება, დაცული იყო ეთიკური სტანდარტები და ბალანსი. კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს პარლამენტის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის თვისებრივი და რაოდენობრივი პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში პირველი სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტთა ტექსტებში არ გვხვდებოდა დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. წინასაარჩევნო აქტივობების გაშუქებისას ბალანსი დაცული იყო. „მოამბეში“ მეტწილად შუქდებოდა ქვეყანაში მიმდინარე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენები. აღნიშნულია კომუნიკაციების კომისიის დასკვნაში.

 

დატოვე კომენტარი