კომუნიკაციების კომისიის ახალი პროექტი

როგორ უნდა შეძლონ ახალგაზრდებმა ყალბი და ცრუ ამბების გარჩევა ნამდვილი ინფორმაციისგან – კომუნიკაციების კომისია მედიაწიგნიერების ფარგლებში ახალ პროექტს იწყებს. პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ყველა სკოლაში იგეგმება ახალი სასწავლო პროგრამის დანერგვა, რომელიც ახალგაზრდებს დაეხმარება, არ გახდნენ ე.წ. ფეიკნიუსების მსხვერპლი. პროექტი განათლების სამინისტროსა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით განხორციელდება.