კომუნიკაციების კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში

15:32, 22.09.2026

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე, დღეს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. დოკუმენტი დეპუტატებს კომისიის თავმჯდომარემ, გოგა გულორდავამ წარუდგინა. გულორდავამ უწყების გასული წლის საქმიანობა შეაჯამა, ისაუბრა როგორც გამოწვევებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებზე. მისი თქმით, მზარდია როგორც მობილური ინტერნეტის მომხმარებლების, ასევე ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა. ამასთან, წლიდან წლამდე იზრდება რეგიონებში ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა. გარდა ამისა, გულორდავამ ქვეყანაში არსებულ მედია გარემოზეც გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ დღეს სახელმწიფოს მიერ მედიაპლურალიზმზი და სიტყვის თავისუფლება არის გარანტირებული, რაზეც მედიის მრავალფეროვნება მეტყველებს. თუმცა, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, რიგი გამოწვევები მაინც რჩება.

მსგავსი