კომუნიკაციების კომისიამ „ქართული ოცნების“ სარჩელი წარმოებაში მიიღო

18:05, 05.06.2025

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ქართული ოცნების“ მიერ სამი ტელეკომპანიის – „ტვ პირველის“, „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ წინააღმდეგ მომზადებული საჩივრის დასაშვებობის საკითხი განიხილა და დავის განხილვის ვადად 19 ივნისი ჩაინიშნა. 27 მაისს „ქართულმა ოცნებამ“ კომისიამ საჩივრით მიმართა, ტელეკომპანია „პირველის“ მიერ ეთერით გავრცელებულ და სოციალურ მედიაში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. საჩივრის ავტორმა პარტიამ მიუთითა საინფორმაციო გამოშვების „პირველები“ 8, 10, 21 , 23 მაისს გავრცელებულ ინფორმაციის 12 ეპიზოდზე, რომელსაც სადავოდ ხდის. ასევე სადავოს ხდის ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ინფორმაციის ხუთ შემთხვევას. კერძოდ, მომჩივნის პოზიციაა, რომ გაჟღერებული თუ გამოქვეყნებული ფრაზები არის შეფასებები და ბრალდებები და ის ფაქტებისგან გამიჯნული არ არის. „ქართული ოცნება“ სამართლებრივ საფუძვლად, მაუწყებლობის შესახებ კანონის შესაბამის მუხლებს ასახელებს და მისი შესაძლო დარღვევის დადგენას კომისიისგან მოითხოვს. მსგავსი ბრალდებებია „ფორმულას“ და „მთავარის“ შემთხვევაშიც. კომისიამ დისტანციურად გამართულ სხდომაზე როგორც მომჩივნის, ასევე „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ წარმომადგენლებს მოუსმინა. „მთავარი არხის“ წარმომადგენელი პროცესს არ დასწრებია.

მსგავსი