კომუნიკაციების ეროვნული კომისიის სხდომა

„მაგთიკომი” და „ჯეოსელი” წინასწარი ინფორმაციით კონსოლოდირებულ ტენდერში მონაწილე ორგანიზაციებს და უწყებებს დაბალი, დემპინგური ფასებით ემსახურებოდნენ.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კონსოლიდირებული ტენდერის მომსახურების ფარგლებში 2017 წელს „მაგთიკომის“ შემთხვევაში, ზარალმა 32 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო „ჯეოსელის“ შემთხვევაში  – თითქმის 8 მილიონი ლარი შეადგინა. აღნიშნულ ზარალს კი კომპანიები სხვა წყაროებიდან აბალანსებდნენ. მარეგულირებელი კომისია ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ კანონის და კომისიის გადაწყვეტილებების დარღვევაზე მიუთითებს. თუმცა, კომპანიების თხოვნით, საკითხის განხილვა 15 მარტამდე გადაიდო.

დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, „მაგთიკომს” და „ჯეოსელს” გაფრთხილება მიეცემათ.

დატოვე კომენტარი