კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასაარჩევნო სატელევიზიო ფასიანი და უფასო პოლიტიკური რეკლამების ანალიზის შედეგები წარმოადგინა. უწყების ინფორმაციით, 2018 წლის წინასაარჩევნო პერიოდში პირველ და მეორე ტურში სატელევიზიო კომპანიებში განთავსებული უფასო პოლიტიკური რეკლამის ღირებულებამ 30 მილიონი ლარი, ხოლო ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საერთო ღირებულებამ – 8 მილიონი ლარი შეადგინა.

კომისიის ინფორმაციით, წინასაარჩევნო პერიოდში, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2“-ის მიერ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში წარდგენილ დოკუმენტაციებსა და პოლიტიკური პარტიების მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში წარდგენილ დოკუმენტაციებს შორის, მნიშვნელოვანი ცდომილებაა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტი ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.