კომუნიკაცია პაციენტთან - ახალი საგანი სამედიცინო განათლებაში 

სიახლე სამედიცინო განათლებაში – სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები, სხვა კომპეტენციებთან ერთად, პაციენტთან კომუნიკაციასაც შეისწავლიან. სამედიცინო საბაკალავრო პროგრამებს ახალი საგანი უკვე დაემატა. ამ პროგრამის ამოქმედების მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და ოჯახის ექიმთა ასოციაცია რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდნენ. ინიციატორების მოლოდინია, რომ სიახლე ხელს შეუწყობს მკურნალობის ხარისხის გაუმჯობესებას და პაციენტთა ნდობის ზრდას სამედიცინო პერსონალის მიმართ. პარტნიორობის ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა სასწავლო პროგრამის რეფორმა განახორციელა და სწავლების თანამედროვე მეთოდები დანერგა.