კომპრომისული შეთანხმება სენატში 40-დღიანი „შათდაუნის“ დასასრულებლად
შეთანხმების მიღწევის შანსი გაჩნდა – აშშ-ში ე. წ. შათდაუნი შესაძლოა მალე დასრულდეს.
თვენახევრიანი უთანხმოების და დეფერალური უწყებების ნაწილობრივ პარალიზების შემდეგ ბიუჯეტის პროექტის გარშემო პოზიციები ახლოვდება. უთანხმოების მთავარი თემა ჯანდაცვის ხარჯების შემცირებაა, თუმცა შვიდმა „დემოკრატმა“ „რესპუბლიკელების“ მიერ მომზადებული პროექტის ბოლო ვარიანტს მხარი დაუჭირა. წინ კიდევ რამდენიმე პროცედურაა გასავლელი. თუ ყველა პროცედურა წარმატებით გაივლის, მთავრობის მუშაობა სრულფასოვნად განახლდება, საბიუჯეტო დაფინანსების მქონე დაწესებულებების ასეულობით თანამშრომელი კუთვნილ ანაზღაურებას მიიღებს, გათავისუფლებული საჯარო მოხელეები კი სამსახურებს დაუბრუნდებიან. ბიუჯეტის პროექტის კომპრომისული ვარიანტის შემუშავებას წინ რამდენიმე სფეროს პარალიზება და ათეულობით სერვისის შეწყვეტა უძღოდა, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა შეიქმნა საავიაციო სფეროში.