კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი გარდაიცვალა

12:33, 05.11.2026

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნუნუ დუღაშვილი.

სხვადასხვა დროს ნუნუ დუღაშვილი მუშაობდა კინოსტუდია „ქართული ფილმში“, 1965-2002 წლებში იყო საქართველოს ტელევიზიის პირველი არხის მუსიკალური განყოფილების ხელმძღვანელი. კომპოზიტორს მინიჭებული აქვს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება, იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი, აკაკი წერეთლის სახელობის პრემიის ლაურეატი.

2012 წელს თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ნუნუ დუღაშვილის ვარსკვლავი.

მსგავსი