კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა
78 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ენრი ლოლაშვილი გარდაიცვალა. მისი პირველი შემოქმედებითი წარმატება რეჟისორ ნანა ჯორჯაძის ფილმს უკავშირდება სახელწოდებით, „ჩემი ინგლისელი პაპა,“ რომელმაც 1987 წელს კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა. კომპოზიტორი ძირითადად ჯაზისა და კინოს სფეროში მუშაობდა. მის მიერაა შექმნილი მუსიკა ფილმებისთვის: „ჭიდაობას რა უნდა,“ „რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა,“ „ლიკვიდაცია“ და კიდევ არაერთი ფილმი. 2019 წელს რუსთაველის თეატრში ენრი ლოლაშვილის შემოქმედებითი საღამო „ნოსტალგია“ გაიმართა, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.