კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 16 საათზე ჩაინიშნა კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი. მოსამართლე მურთაზ კაპანაძე მინდელის სახელობის შახტის დირექტორის, მთავარი ინჟინერის, მენეჯერის, უბნის უფროსის, მისი მოადგილისა და თანაშემწისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

კომპანიის თანამშრომლების ინტერესებს კომპანიის მიერ დაქირავებული ადვოკატები დაიცავენ. დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის სახით სასამართლოს გირაოს შესთავაზებს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 2 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.