კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეების აქცია

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ცენტრალურ ოფისთან საფინანსო კომპანია „საქართველოს“ მეანაბრეები აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეები პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ საფინანსო კომპანია „საქართველოს“ ასობით მეანაბრის 30 მილიონამდე ლარი მართებს და ამ ეტაპზე სახელმწიფო მათი პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებს.

„ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილები პოლიტსაბჭოს წევრების ავტომობილებს შეძახილებით და საყვირებით აცილებდნენ.