კომპანია „IDS ბორჯომი“ განცხადებას ავრცელებს

კომპანია IDS ბორჯომი საქართველო, სოციალურ ქსელში მცირეწლოვანის მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ ბოთლიდან წყლის დალევის შედეგად მცირეწლოვან ბავშვს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს განცხადებით, მათ მიერ მყისიერი რეაგირების შედეგად, გადამოწმდა ნიმუშები კონკრეტულ მაღაზიაში და დარღვევა არ გამოვლენილა. „პარალელურ რეჟიმში, შევამოწმეთ ამჟამად ქსელში არსებული ყველა პარტიის ნიმუში და ვადასტურებთ, რომ აღნიშნულ ნიმუშებში დარღვევა არ დაფიქსირებულა. ასევე გადამოწმდა საწარმოო პროცესის სრული ტექნოლოგიური ციკლი, რომელიც გამორიცხავს პროდუქტში რაიმე უცხო ნივთიერების მოხვედრას.“-აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

„მოამბე“ ცდილობს გაარკვიოს მომხდარის დეტალები იაშვილის კლინიკაში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვი გადაიყვანეს.